Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

17:21 14.02.2020
სტუ-ის რექტორმა, სამშენებლო ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა, ფაკულტეტს ანგარიში წარუდგინა

დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა, დავით გურგენიძემ, როგორც სამშენებლო ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა, ფაკულტეტის საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა.


„პროგრესნიუსი“ გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის აწ უკვე ყოფილი დეკანის მოხსენების სრულ ტექსტს:


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საქმიანობა ეფუძნება ავტონომიურობის (როგორც გარე ისე შიდა), აკადემიური თავისუფლების, სწავლების, სწავლისა და კვლევის ერთიანობის,  თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
ინოვაციური საზოგადოების ფორმირება და ეკონომიკის აგება დაფუძნებულია ცოდნის გენერაცია-გავრცელება-გამოყენებაზე და არის კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ტენდენცია. ამ თვალსაზრისით ინვესტიციები ინტელექტუალურ (ადამიანურ) კაპიტალში წარმოადგენენ ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულ, ქვეყნის განვითარების ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტს.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის  განვითარების სტრატეგიული გეგმა ეყრდნობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის სტრატეგიებს, ანუ ევროპული საგანმანათლებლო გარემოს ძირითად პარადიგმებს, ცნობილს, როგორც – ბოლონიის, ლისაბონის, კოპენჰაგენის პროცესი და ლისაბონის კონვენცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან სტრატეგიას (2017-2021 წწ), საქართველოს მთავრობის პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (2018-2020 წწ), რაც თავის მხრივ, ფაკულტეტის მდგრადი განვითარების სტრატეგიაა.
დღეისათვის სამშენებლო ფაკულტეტი  განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის შვიდ სართულზე და იკავებს 15,000 კვმ. ფართს. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ცხრა დეპარტამენტი, რომლებიც უძღვებიან შვიდ საბაკალავრო (მათ შორის ორი სან-დიეგოს უნივერსიტეტთან ერთობლივად შექმნილი) სამ სამაგისტრო და ხუთ სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამას. აღნიშნულ პროგრამებზე ირიცხება 2,297 ბაკალავრი, 283 მაგისტრანტი, 93 დოქტორანტი. ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს სამი ლაბორატორია – მშენებლობის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაჰიდროინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაპროფ. ა. გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია და სასწავლო-სამეცნიერო ხიდსაცდელი ცენტრი. სწავლების და კვლევის პროცესში ჩართულია 139 აკადემიური და 19 მოწვეული პერსონალი.
ჩვენს მიერ განსაზღვრული სამშენებლო ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა საანგარიშო პერიოდში ითვალისწინებდა შემდეგ პრიორიტეტებს:

1. საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
2. სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
3. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღვრმავება და ინტერნაციონალიზაციის ზრდა;
4. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
5. ფაკულტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის ზრდა.

1.საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტმა, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ფაკულტეტმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების, საინჟინრო და ტექნიკური განათლების საუკეთესო გამოცდილების ტრანსფერი თავის საგანმანათლებლო სივრცეში. ამ მიზნით აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების ჰარმონიზაცია და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება ისეთი ორგანიზაციის მხრიდან, როგორიცაა ABET-ი. ამ ორგანიზაციის აკრედიტაციაზე მოთხოვნა მაღალია მთელს მსოფლიოში, ვინაიდან მას გააჩნია მრავალპროფილური ღირებულება. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის გარდა, ეს აკრედიტაცია აძლევს უმაღლეს სასწავლებელს კონკურენტულ უპირატესობას ადგილობრივ ან სხვა საერთაშორისო აკრედიტაციებთან.
ბევრ უცხოურ ქვეყანაში (აშშ, ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ირლანდია და ა.შ.) არა თუ ინჟინერიის პროგრამა საჭიროებს აკრედიტაციას, არამედ ინჟინერის პროფესია ექვემდებარება ლიცენზირებას, ინჟინერთა მონაცემები კი შეიტანება შესაბამის რეესტრში. ევროპის მაშტაბით ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას წარმოადგენს ევროპის საინჟინრო ასოციაციების ფედერაცია (FEANI), რომელიც ევროკომისიამ აღიარა საინჟინრო პროფესიის ოფიციალურ წარმომადგენლად ევროპაში და რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში საინჟინრო კვალიფიკაციის ურთიერთაღიარებას და ინჟინერთა დასაქმებას. ევროპის საინჟინრო კვალიფიკაციის ბაზარზე დასამკვიდრებლად და აღნიშნული ასოციაციის რეესტრში ფაკულტეტის  კურსდამთავრებულთა რეგისტრაციისათვის, საჭიროა საგანმანათლებლო სტრატეგიის ჰარმონიზაცია ევროპის საინჟინრო ასოციაციების ფედერაციის მოთხოვნებთან.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ფაკულტეტზე მოქმედებს ორი ინგლისურენოვანი ABET-ის აკრედიტებული პროგრამა „მშენებლობის ინჟინერია“ და „სამოქალაქო ინჟინერია“. აღნიშნული პროგრამები ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სან-დიეგოს უნივერსიტეტის ეგიდით და ამ პროგრამებზე ლექციებს კითხულობენ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები.
ამან მოგვცა საშუალება სან-დიეგოს უნივერსიტეტის სპეციალისტების დახმარებით ფაკულტეტზე შეგვექმნა ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა „სამოქალაქო ინჟინერია“ და ასევე ინგლისურენოვანი პროგრამები „სამოქალაქო ინჟნერია“ და „მშენებლობის ინჟინერია“. ამ პროგრამებმა მიიღეს ABET-ის ექსპერტების დადებითი შეფასება.
ვენის BOKU-ს ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ უნივერსიტეტთან ერთად სამშენებლო ფაკულტეტზე მომზადდა ინგლისურ და ქართულენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „წყლის ინჟინერია“, რომლის განხორციელება იგეგმება მუდლის პლატფორმაზე ელექტრონული სწავლებისათვის.

 


ამ მიმართულებით მუშაობა მოგვცემს საშუალებას წარმატებით განხორციელდეს და დასრულდეს საგანმანათლებლო პროგრამების უნიფიკაცია აღიარებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებთან. ნათელია, რომ  საგანმანათლებლო პროგრამების უნიფიკაცია არ არის თვითმიზანი. მთავარი მიზანი არის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის აღიარება და თანაბარი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა უცხოურ და ადგილობრივ შრომის ბაზარზე. კარგ ორიენტირს ამისათვის წარმოადგენს საერთაშორისო საინჟინრო ალიანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს მთელი რიგი შეთანმხებები. ჩვენი მხრიდან ამ შეთანხმებებში მონაწილეობა იქნება ქართული ტექნიკური განათლების მსოფლიო აღიარების საუკეთესო  ხელშეწყობა, ხოლო ამ შეთანხმებებზე მიერთება წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს.
გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნუვერსიტეტსა და ვენის (ავსტრია) ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს აკადემიური თანამშრომლობა ტრენინგის, კვლევის, საგანმანათლებლო პროგრამების შედგენის, სამაგისტრო განათლების, ხარისხის უზრუნველყოფის, ინსტიტუციური განვითარების, ინფორმაციის გავრცელების, სტუდენტებისა და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გაცვლის სფეროში.
ამ მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი ურთიერთობა კარლსრუეს (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან, რომელთანაც ფაკულტეტმა გააფორმა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და ასევე, მათ სპეციალისტებმა შეაფასეს და დადებითი დასკვნა მოგვცეს სამშენებლო ფაკულტეტზე შემუშავებულ საბაკალავღო საგანმანათლებლო პროგრამებზე „სამოქალაქო ინჟინერია“ და „მშენებლობის მენეჯმენტი“.
ფაკულტეტს  მოკლევადიან პერიოდში წინ უდგას გამოწვევა, რომელსაც მომზადებულები უნდა დავხვდეთ და რომელიც დაკავშირებულია სწავლის დაფინანსების მოდელის შეცვლასთან, როდესაც უმაღლეს სასწავლებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გამოეყოფა მიღწეული შედეგების მიხედვით. აუცილებელია ეს შედეგები იყოს უფრო შთამბეჭდავი და მიმზიდველი როგორც სახელმწიფო სტუქტურებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის. ამ მიმართულებით არ შეიძლება არ აღვნიშო სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ძალისხმევა, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ ისეთი საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებასა და ექსპერტიზებში, როგორებიცაა: საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ავტომაგისტრალების, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტები, რკინიგზებზე და საავტომობილო გზებზე ხიდების, გვირაბების და სხვა ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება, გამოკვლევა და გამოცდა, საერთაშორისო ავტომაგისტრალის E-60-ის ნატახტარი-ხაშურის, ზესტაფონი- ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთების დაპროექტება, თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაციის პროექტი, ყარსი-ახალქალაქის საერთაშორისო რკინიგზის დაპროექტება, ექსპერტიზა და მშენებლობა და სხვა. ამ მიმართულებით მუშაობა უფრო გასააქტიურებელია და მიმაჩნია, რომ ამის რესურსი ფაკულტეტს ნამდვილად გააჩნია ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების მსგავს პროექტბეში ჩართულობის გაზრდის კუთხით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პროგრამის ხელმძღვანელების როლი ამ მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოებში. აუცილებელია, რომ  პროგრამის ხელმძღვანელი მუდმივად იყოს ჩართული ბაზრის კვლევაში პოტენციურ დამსაქმებლებთან ერთად. იგი მუდმივად უნდა მუშაობდეს დამსაქმებლის მოთხოვნების გაანალიზებასა და პროგრამის მოდიფიცირებაზე. აუცილებელია მას აღნიშნული სამუშაო ჩაეთვალოს აკადემიურ დატვირთვაში.

2. სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი მიზანია  საგანმანთლებლო პროცესების მაღალი ხარისხისა და მაღალი დონის ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კონპეტენციის მქონე მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და მაღალი მორალურ-ზნეობრივი თვისებების მატარებელი სპეციალისტების მომზადება.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროპულ მოთხოვნებთან. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს არ ძალუძს ეს გააკეთოს განცალკევებულად და საგანამანთლებლო დაწესებულებების გარეშე.


მნიშვნელოვანია სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე, შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით სტუდენტებისათვის ზოგადი უნარების და კომპეტენციების განვითარებაში ხელშეწყობა, სტუდენტების/კურსდამთავრებულების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და კარიერის სწორად წარმართვაში. სტუდენტებთან პირადი თუ ჯგუფური შეხვედრების გამართვა, კურსდამთავრებულებთან უწყვეტი კონტაქტის ქონა, მათთან შეხვედრების ორგანიზება და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს დღევანდელ აუცილებლობას და შეიძლება განხორციელდეს უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრის საშუალებით.
მნიშვნელოვანია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში გაიზარდოს  პრაქტიკის კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას.
აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტმა წარმატებით გაართვა თავი ინსტიტუციური ავტორიზაციისათვის მზადების საჭირო პროცესებს. ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, მოხდა განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და მონიტორინგი.
საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით ფაკულტეტის ხარისხის სამსახური პერმანენტულად ურთიერთობდა აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან და დარგის სპეციალისტებთან. ატარებდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებსა და ტრენინგებს პროგრამების შემქმნელ კოლექტივებთან, ხდებოდა სასწავლო პროცესის და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის და  საბიბლიოთეკო რესურსების შემოწმება და შევსება. ზოგადად, ჩვენ ყველანი ვაკვირდებოდით განვითარების პროცესს და ვსახავდით შემდგომ აქტივობებს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის სამუშაოები, რომელბიც ტარდება ფაკულტეტზე სასწავლო, სამეცნიერო და კვლევით ლაბორატორიებში. ლაბორატორიულ სამუშაოთა ზოგადი ხასიათი და მოცულობა შეესაბამება სამშენებლო კონსტრუქციების – ლითონის, ხისა და პლასტმასის, ქვისა და რკინაბეტონის, საშენი მასალების, შენობა-ნაგებობათა გამოცდის   და გრუნტების მექანიკის გაანგარიშების საფუძვლების სილაბუსებს.
აღნიშნული ხასიათის ლაბორატორიული სამუშაოთა ჩატარება დაკავშირებულია შრომატევად მოსამზადებელ სამუშაოებთან, თუმცა იგი გვეხმარება მოვიზიდოთ სტუდენტები ექსპერიმენტულ კვლევებში და შემდგომში გავაღვივოთ მათში  მეცნიერული კვლევისადმი ინტერესი.
დღემდე აღნიშნული ლაბორატორიები აქტიურად  გამოიყენება დოქტორანტების მიერ  კვლევითი კომპონენტის შესასრულებლად.
ამ მიმართულებით აუცილებელია ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ასევე ადამიანური რესურსის მეტი ჩართულობა სწავლა-სწავლების და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. ვფიქრობ, ფაკულტეტმა და მისმა დეპარტამენტებმა უნდა გამონახონ ახალი შესაძლებლობები ამ პოტენციალის გამოყენებისათვის.
ამის მაგალითად გამოდგება, სამშენებლო ფაკულტეტის და აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროგრამაში. ერთობლივად იმართება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე: “წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”.
ბოლო ხანს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – “ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა”. ფაკულტეტის და ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად   კონფერენციის მუშაობაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 200 მეცნიერი იღებდა მონაწილეობას.
სამშენებლო ფაკულტეტის სტრუქტურით გათვალისწინებულია მზრუნველთა (მრჩეველთა) საბჭო, რომელიც ფორმირების პროცესშია. მისი წევრები უნდა იყვნენ  წამყვანი ორგანიზაციების პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ კომპანიებსა და სააგენტოებში საქმიანობენ და ჩვენი კურსდამთავრებულების დამსაქმებლები ან უშუალო ხელმძღვანელები იქნებიან.
გარდა ამისა ფაკულტეტის სტრუქტურაში ახალი სტრუქტურული ერთეულის სახით დაემატა კარიერული და პროფესიული განვითარების ჯგუფი. რომლის ერთ-ერთი უმთავრეს ფუნქციად განისაზღვრა სტუდენტების მხარდაჭერა.
ნებისმერი საგანამანთლებლო დაწესებულების საბოლოო „პროდუქტი“ არის მისი კურსდამთარებული, რომლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და ავტორიტეტი პირდაპირ აისახება  მის მშობლიურ სასწავლებელზე.  ჩვენს ფაკულტეტს ჰყავდა და ჰყავს მრავალი წარმატებული კურსდამთარებული, მათი კავშირი უნივერსიტეტთან მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის გამოცდილების გაზიარების, საწარმოო პრაქტიკის გავლის და საბოლოო დასაქმების მიზნით. ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურება და მაშტაბური ხასიათის მიცემა. ვფიქრობ ფაკულტეტმა ხელი უნდა შუეწყოს კურსდამთავრებულთა გაერთიანებების (Alumni) შექმნას საგანმანათლებლო დარგების მიხედვით. გაერთიანებები ჩვენი მხადრაჭერით მხარდაჭერით შეიძლება შექმნან  თავად კურსდამთარებულებმა არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების სახით.

3. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღვრმავება და ინტერნაციონალიზაციის ზრდა
დღითიდღე აქტუალური ხდება  ახალი შესაძლებლობების, ახალი გამოცდილების და უცხოური რესურსების სწორად გამოყენების საკითხი. სტუდენტები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებენ თვალს თუ როგორი განვითარების ტემპია მსოფლიოში ტექნოლოგიების, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა თუ სხვა მიმართულებით, აცნობიერებენ, რომ ინტერნაციონალიზაცია ანუ მათი უცხოეთში წასვლა და სხვა უცხოელი სტუდენტების აქ ჩამოსვლა მნიშვნელოვანია.


ბოლო რამდენიმე წელია საქართველოშიც ბევრი სტუდენტი ფიქრობს განათლების მიღებას უცხოეთში, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ჩვენს ქვეყანაში ჩამოტანაზე.
ნიშანდობლივია საანგარიშო პერიოდის მონაკვეთი, როდესაც სტუ-ს ესტუმრა ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას. შემუშავებულ იქნა ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: 3 დოქტორანტს დაენიშნათ უცხოელი პროფესორები თანახელმძღვანელებად, დასრულდა და წარმატებით იქნა დაცული ორი სადისერტაციო ნაშრომი, ერთი ნაშრომი დასრულების სტადიაშია და წარედგინება სადისერტაციო საბჭოს. გრძელდება მე-3 საფეხურის სტუდენტებისათვის სადისერტაციო თემების სახელწოდებების შერჩევა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით და უცხოელი თანახელმძღვანელების მოძიება. 2020 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება მოკლევადიანი საგრანტო პროექტი  დოქტორანტებისათვის. აღსანიშნავია, რომ კონკურსი გრანტის მაძიებელთა გამოსავლენად გამოცხადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასშტაბით. სხვადასხვა ფაკულტეტებიდან შეირჩა 25 დოქტორანტი.
სამშენებლო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილე სტუდენტთათვის 2019 წელს ამოქმედდა გრანტი, პოლონეთის აკადემიური ურთიერთგაცვლის სააგენტოს – NAWA-ს დაფინანსებით. გაფორმდა ორწლიანი ხელშეკრულება.
აღსანიშნავია, რომ გრანტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ქართველ სტუდენტთა ჯგუფი: 10 სტუდენტისა და 3 პედაგოგის შემადგენლობით ბელოსტოკის ტექნიკურ უნივერსიტეტს 2 კვირით სტუმრობდა. გაიმართა ერთობლივი, ქართველი და პოლონელი სტუდენტების მონაწილეობით თეორიული, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. სტუდენტებმა  საერთაშორისო კოფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
საპასუხო ვიზიტით საქართველოში ჩამოსული დელეგაცია დიდი ინტერესით გაეცნო სამშენებლო ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს; მიიღო მონაწილეობა ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ გრანტის დამასრულებელი ფაზა, რადგან პროექტში მონაწილე პედაგოგთა მიერ მომზადდება ერთობლივი სახელმძღვანელო, რომელიც ინტეგრირებული იქნება ჩვენს სასწავლო პროცესში.
2019 წლის მარტი – სტუ-ში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – “წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში”.
სემინარი  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელასტოკის ტექნიკურ უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის გაფორმებულ თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში სამშენებლო ფაკულტეტის ბაზაზე  გაიმართა  და მიზნად ისახავდა ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების საერთაშორისო არენად გადაქცევას. სემინარში მონაწილეობა 12 ქვეყნის მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ სფეროებში თანამშრომლობა გრძელდება. მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილია მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – “ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში და გარემოს ინჟინერიის სფეროში”.
ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა სამშენებლო ფაკულტეტი თანამშრომლობს: ვარშავის, ჩენსტოხოვას, კრაკოვის, ლოდზის, ლუბლინის და რჟევის ტქნიკურ უნივერსიტეტებთან. მიმდინარეობს:
სწავლების სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამების თანხვედრაზე მუშაობა;
ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების განსაზღვრა;
პედაგოგთა და სტუდენტთა სტაჟირების პროგრამების ამოქმედება.
აღსანიშნავია, რომ ჩენსტოხოვას უნივერსიტეტმა სტუ-ს სტუდენტთათვის მიმდინარე სასწავლო წლიდან აამოქმედა “სტუდენტთა მობილობის” პროგრამა.
2020 წლის 10 თებერვლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართულია NATO-ს პროექტში – “წყლის კიბერუსაფრთხოება” და მსოფლიოს შვიდ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად. პროექტი განხორციელდება ჩვენი ფაკულტეტის  ბაზაზე და მასში ჩართული იქნება უნივერსიტეტის ფაკულტეტები  და სტრუქტურული ერთეულები. პროექტი ითვალისწინებს: სამეცნიერო-კვლევითი ბაზის თანამედროვე ლაბორატორიული დანადგარებით და კომპიუტერული  ტექნიკით აღჭურვას, საერთაშორისო სემინარების,  კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობას როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ.
პროექტში ახალგაზრდა მეცნიერთათვის ერთი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია ორი სტიპენდია.
დღესაც ფაკულტეტზე ავსტრიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება მასწავლებლების მომზადება წყალმომარაგების და წყალარინების პროფესიული სწავლებისათვის. აღნიშნულ პროექტში ჩართულია ბოკუს უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფი.
იმისათვის, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოება უფრო ინტენსიურად ჩაერთოს დიალოგში უცხოურ აკადემიურ საზოგადოებასთან მიზანშწონილია დაინერგოს „საერთაშორისო ვიზიტორის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უცხოელი პროფესორები მოკლევადიან ან გრძელვადიან (ერთი სემესტრი) პერიოდში წაიკითხავენ სასწავლო კურსებს და ჩაატარებენ მასტერ-კლასებს.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია ფაკულტეტმა დაიწყოს „უცხოენოვანი სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტის“ განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლების ხარისხს და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის სასწავლო პროგრამებს. ამისთვის აუცილებელია მონაწილეობის მიღება აშშ-ს საელჩოს ყოველწლიურ საგრანტო „წიგნის თარგმნის პროექტში“ და ასევე ამ მიმართულებით შიდა გრანტების სისტემის დანერგვა. ამ მიმართულებით ფაკულტეტზე უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯი – მომზადდა და გამოიცა სამშენებლო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი.
დღეისათვის ფაკულტეტზე გამოიცემა ორი სამეცნიერო ჟურნალი. აღნიშნულ ჟურნალებში ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისათვის სტატიების გამოქცეყნება უფასოა.

4. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
ფაკულტეტის ინოვაციური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება შეუძლებელია მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების გარეშე. ამ მხრივ ფაკულტეტზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები  გადაიდგა.
საანგარიშო პერიოდში, ფაკულტეტზე ჩატარებულმა გეგმიურმა სარემონტო სამუშაოებმა დღეისათვის 2,534,821 ლარი შეადგინა. ფაქტიურად მთლიანად გარემონტდა ფაკულტეტის სასწავლო ფართი, ფოიე და მიმდებარე ეზოები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და განახლდა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, გარემონტდა სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, დერეფნები და  მე–3 სართულის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის ფლიგელი სრულად. 

გაუმჯობესდა სასწავლო და კვლევითი მატერიალური ბაზა – დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ახალი, „ჰიდროტექნიკური ნაგებობების“ ლაბორატორიის მშენებლობის განხორციელებისათვის. ეს ლაბორატორია იქნება დარგის წამყვანი სტრუქტურა ამიერკავკასიაში და ლაბორატორია მოემსახურება როგორც სასწავლო–სამეცნიერო, ასევე საექსპერტო პროცესებს.
სამშენებლო ფაკულტეტზე შეიქმნა სამშენებლო მანქანების და საგზაო დეპარტამენტები. აღნიშნულ დეპარტამენტებთან ერთად გარემონტდა ფაკულტეტის ყველა სხვა დეპარტამენტი და სტრუქტურული ერთეულები.
სამშენებლო ფაკულტეტის ბიუჯეტის ხარჯებით გარემონტდა უნივერსიტეტის უძრავი ქონების ბაზრის კვლევის ცენტრი. მათემატიკის დეპარტამენტის სასწავლო და სამეცნიერო დანიშნულების ფართობები გადმოვიდა ფაკულტეტის განკარგულებაში. ფაკულტეტი თითქმის მთლიანად აღიჭურვა გათბობის სისტემით. მოხდა ფაკულტეტის პერიმეტრის დაფარვა  ვაიფაისა და ინტერნეტის ქსელით (90%). ამ ხნის განმავლობაში ფაკულტეტზე მთლიანად განახლდა მატერიალურ–ტექნიკური ბაზა ახალი კომპიუტერებით, პროექტორებით,  კონდენციონერით და სხვა მცირეფასიანი საოფისე ტექნიკით და ინვენტარით.
2017 წელს მოხდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ხელახალი გადანომრვა. დამზადდა ახალი ნუმერაციის დაფები და აბრები. როგორც სახელობითი აუდიტორიებისათვის, ასევე დეპარტამენტების და ფაკულტეტის ადმინისტრაციისათვის. აუდიტორიები აღიჭურვა ახალი დაფებით, ახალი მაგიდებით, დამონტაჟდა ფარდა–ჟალუზები. საკონსულტაციო ოთახები მთლიანად აღიჭურვა ახალი ავეჯით, ფაქკიურად გარემონტდა ყველა სართულის ფოიე და დერეფნები, მოეწყო სახანძრო კარადები, გარემონტდა და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სამედიცინო პუნქტი, განხორციელდა ეზოში არსებული ბარაკული ტიპის შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, შეიღება ფასადი და მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის ადაპტირებული საპირფარეშო.
ფაკულტეტის გარე მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად გამოიცვალა წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები, რამაც 40% შეამცირა წყლის მოხმარების ხარჯი.
აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა სასწავლო-სამეცნიერო ხიდსაცდელი ცენტრის, როგორც უნიკალური სტრუქტურული ერთეულის დაფუძნება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ ცენტრს თავისი მატერილურ-ტექნიკური ბაზით ანალოგი არ გააჩნია.
საინჟინრო-ტექნოლოგიური სწავლების სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების დეფიციტს წარმოადგენს პროექტირების თანამედროვე სისტემები (TS, CAD, CAE და სხვა). აღნიშნული სისტემების გარეშე შეუძლებელია საინჟინრო დარგში თანამედროვე საგანამანთლებლო მოთხვნების დაკმაყოფილება. შესაბამისად, დეფიციტი საჭიროებს დროულ აღმოფხვრას.
ახალი საგანამანთლებლო ტექნოლოგიები და განათლების სფეროს ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შეიქმნება ახალი საგანამანთლებლო სისტემა. სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის უზრუნველსაყოფად და სწავლების ყველა საფეხურზე თვალსაჩინოების მეთოდის გამოყენებისათვის საჭიროა მეტი აუდიტორიის აღჭურვა კომპიუტერებით და „სმარტ დაფებით“, პროექტორებით.
დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის ცენტრს წარმოადგენს სტუდენტი. სტუდენტური სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არის ასევე ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი და მისი შემადგენელი კომპონენტია  კვების თანამედროვე ობიექტები.
უნდა მიზნად დავისახოთ, რომ გვქონდეს მეტი აკრედ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge