Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:43 14.02.2020
"შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის „ჩრდილოვან მმართველობასთან“ დაკავშირებით, სამარცხვინო და უსამართლოა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის „ჩრდილოვან მმართველობასთან“ დაკავშირებით, სამარცხვინო და უსამართლოა.

 

„რაც შეეხება შეფასებებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პირდაპირ გეტყვით ეს სამარცხვინო და უსამართლოა, იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავთ“, - აღნიშნა მინისტრმა „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას.

 

რაც შეეხება მთავრობის მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებას, თურნავას თქმით, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ.

 

„იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელ მსოფლიოს, ძალიან ბევრია არასწორი, უსამართლო და ესაა ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელ მსოფლიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რა რეფორმებს ვახორციელებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

გამოცემა „ბლუმბერგი“ „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.

 

გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა.

 

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დაქირავებული ლობისტები ძირითადად სწორედ „ქართული ოცნების“ მითითებებით იმუშავებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge