Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:18 13.02.2020
„შესაძლებელია თუ არა საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის განსხვავებული ურთიერთობა?”

ამერიკის ხმის“ (Voice of America)  ვებ-გვერდზე სათაურით შესაძლებელია თუ არა საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის განსხვავებული ურთიერთობა?”, გამოქვეყნებულია სტატია, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივას ეხება, ამერიკული თვალსაზრისით.


გაგაცნობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


როგორი შეიძლება იყოს შეცვლილი, ახლებური რეგიონული წესრიგი ევრაზიის რეგიონში და როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთისა და რეგიონის დანარჩენი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ურთიერთობა? არსებობს თუ არა კონფლიქტის გადაჭრის სხვა გზები და რა ეკონომიკური ურთიერთობები შეიძლება არსებობდეს ამ ორ მხარეს შორის? ამ თემებზე იმსჯელეს შეერთებული შტატების სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, სადაც ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით კონსესუსის შეთავაზება ახალ რეგიონულ ძალთა ბალანსზე პოსტ საბჭოთა და ევრაზიის ქვეყნებში.


ერთ-ერთი შეთავაზება საქართველოს ეკონომიკას ეხება. კვლევის თანაავტორი, ალექსანდრა დიენესი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი სავაჭრო ხელშეკრულების წევრები არიან ქვეყნები, იქნება ეს ევროკავშირი თუ ევრაზიის კავშირი, მათ აქტიური სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ ორივე მხარესთან. ამ მოსაზრებას ავტორი იმით ამყარებს, რომ რაც უფრო მეტ ბაზარზე აქვს ქვეყანას წვდომა, მით უფრო წარმატებული და სტაბილურია მისი ეკონომიკა.


ამერიკის ხმისშეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას საქართველო-რუსეთის აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები მაშინ, როდესაც რუსეთი მუდმივად იყენებს ეკონომიკურ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად, ალექსანდრა დიენესმა თქვა, რომ საქართველო ეკონომიკური დივერსიფიკაციის კარგი მაგალითია. [საქართველო] ისეთ პროდუქტს აგზავნის ექსპორტზე, როგორიცაა ღვინო, რომელიც ბევრად უფრო პოპულარულია რუსულ, ევრაზიის კავშირის ბაზარზე, ვინაიდან იქ კარგად იცნობენ ქართულს ღვინოს და ბორჯომს. რასაც მე ხშირად ვერ ვხედავ ევროკავშირის ბაზარზე.


რა თქმა უნდა, სავაჭრო უთანხმოებები ხდება, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული, ვხედავთ, რომ საქართველომ, მიუხედავად აკრძალვებისა, აღადგინა რუსეთთან ექსპორტი. ვფიქრობ, წმინდა ეკონომიკური თავლსაზრისით, ეს კარგი და მომგებიანია. ასე რომ, რაც უფრო მეტი გზა იარსებებს და მრავალი მიმართულება იქნება ვაჭრობისთვის, მეტად სტაბილური იქნებიან ქვეყნები პოტენციურად. ჩვენი შემოთავაზების მიხედვით, უკეთესია რაც შეიძლება მეტი ვარიანტი განვიხილოთ,“- თქვა კვლევის თანაავტორმა.


ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო უსაფრთხოება და კონფლიქტის მართვა. კვლევის კიდევ ერთმა თანაავტორმა დაპოლიტიკის სწავლების საერთაშორისო ცენტრისმრჩეველმა, ვასილ ფილიპჩუკმა თქვა, რომ შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინისთვის მოლდოვის მოდელის გამოყენება იყოს მომგებიანი. მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს კონფლიქტის მართვის ალტერნატიული ვერსია.


მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დნესტრისპირეთის რუსულენოვანი მოსახლეობის ნაწილმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც 1992 წელს სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. იმავე წლის ივლისში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებას მოეწერა ხელი. მას შემდეგ დნესტრისპირეთის კონფლიქტი, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტი დღემდეა განლაგებული, გაყინულად ითვლება. ვასილ ფილიპჩუკი ამბობს, რომ მოლდოვამ შეძლო პოლიტიკური ინტერესების გვერდით გადადება და ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა. მისი აზრით, თუ საქართველოსა და უკრაინაში არაფერი შეიცვლება, მაშინ, შესაძლოა ეს მაგალითი გამოსადეგი იყოს ამ ქვეყნებისთვისაც.


მოლდოვის მაგალითს განვიხილავთ, როგორც ცუდ ვარიანტებს შორის ნაკლებად უარესს. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ კონფლიქტები მოგვარდეს. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იყვნენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი, მაგრამ რას გავაკეთებთ, თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა? დნესტრისპირეთის მაგალითი ძალიან საინტერესოა. მოლდოვაში სტატუსისა და პოლიტიკური ინტერესების თემა გვერდით გადადეს. მთავრობა არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობას ისევე ექცევა, როგორც კონტროლირებადისას. მოლდოვის შემთხვევაში ეს მუშაობს. მეტიც, ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდათ, როდესაც ვნახეთ, როგორ გამოდიოდნენ დნესტრისპირეთიდან სპორტსმენი, მომღერალი, თუ მსახიობი მოლდოვის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ, თუ არ შეგვიძლია კონფლიქტის მოგვარების გარანტირება, მაშინ ის მაინც შეგვიძლია, რომ ადგილობრივებისთვის ცხოვრება გავაუმჯობესოთ და ეს იქნება უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი წინ."


ვასილ ფილიპჩუკის აზრით, შესაძლოა შემუშავდეს ოკუპირებული ტერიტორიების წასახალისებელი მეთოდები, რათა მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდეთ.


წყარო: Voice of America

https://www.amerikiskhma.com/a/new-research-in-csis-about-revised-regional-order/5285454.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge