დღის პოსტი
დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები
გიორგი ცუცქირიძე ◯ January 27,2020

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეხუთე, ხოლო ევროპაში მეორეა გერმანიის შემდეგ.

 

დიდი ბრიტანეთი, რომელსაც 2019 წლის მიხედვით 2.83 ტრილიონი აშშ დოლარი მშპ აქვს, მეხუთე უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. მშპ – ს მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის თვალსაზრისით(PPP), გადის მეცხრე ადგილზე, 3.04 ტრილიონ დოლარით. იგი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მშპ-სთან შედარებით, 23-ე ადგილზეა, რაც 42.558 აშშ დოლარია.

 

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 1992 წლიდან 2008 წლამდე აღმავლობას განიცდიდა. ამასთან, გლობალური კრიზისის პერიოდში 2008 წლის აპრილიდან მისი ეკონომიკა შევიდა რეცესიაში და ეკონომიკა შემცირდა 6% -ით (2008 წლის პირველ კვარტალსა და 2009 წლის მეორე კვარტალს შორის) და საბოლოოდ 5 წელი დასჭირდა, რომ დაბრუნებულიყო წინასწარი რეცესიის დონეს, ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემების თანახმად.

 

ბრიტანეთს არ ყოლია ერჰარდი და ადენაუერი, მაგრამ მას ჰყავდა სერ უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც საბჭოთა კავშირს „წითელი ჭირი“ უწოდა, აგრეთვე რკინის ლედი მარგარეტ ტეტჩერი, რომლებმაც დიდწილად განაპირობეს თანამედროვე ბრიტანეთის ეკონომიკური სტრუქტურის სიძლიერე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბრიტანეთმა მსოფლიოს მისცა ეკონომიკური სკოლა ადამ სმიტის და დევიდ რიკარდოს სახით, ხოლო გასული საუკუნის 30 იან წლებში ბრტანეთის და არა მხოლოდ ბრიტანულ ეკონომიკურ მიმართულებას განსაზღვრავდა ჯონ მეინარდ კეინსი თანამედროვეობის უდიდესი ეკონომისტი. კეინსიანიზმზე დგას დღესაც ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური მიმართულება იქნება მემარცხენე თუ მემარჯვენე ხასიათის.

 

1980-იანი წლებიდან მოყოლებული ტეტჩერიზმის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო საწარმოებს პრივატიზაცია. სახელმწიფოს მოქნილმა რეგულირებამ შედეგად მოიტანა ნაციონალური მაკროეკონიმიკური მაჩვენებლების სტაბიულობა, ინფლაციისა და უმუშევრობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები. 2008 წლის გლობალური რეცესიის შემდეგ, უკანასკნელი წლების მანძილზე მხოლოდ ერთხელ დაეცა პროდუქციის წარმოების დონე და ისიც კვარტალურად, ხოლო მშპ-ს ზრდა არ შეჩერებულა ბოლო 4 წელია (უკანასკნელი ორმაცდაათწლეულის მანძილზე ეს თავისებური რეკორდია). შემთხვევგითი არა რის, რომ გირვანქა სტერლინგი ყველაზე მაყარი ვალუტაა აშშ დოლარის მიმართ, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ იმით, რომ ინგლისის ბანკი ინარჩუნებს მაღალ სარეზერვო ნორმას, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალური ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპით.

 

70-იანი წლებიდან ნავთობის მოპოვებამ ჩრდილოეთის ზღვაში არა მარტო შეამცირა ნავთობპროდუქტების იმპორტი, არამედ მოიტანა მნიშვნელოვანი მოგება საგარეო ვაჭრობაში.

 

ბრიტანეთის ეკონომიკის წამყვანი სექტორია მომსახურების სფერო (მშპ-ს 75%), სადაც წამყვანი მდგომარეობა უჭირავს ფინანსურ სექტორს (მპშ-ს 27%), რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სპეციალიზაციას საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში. ლონდონი მსოფლიოს უდიდესი ფინანსური ცენტრი. ბრიტანეთი ახორციელებს მსოფლიო ექსპორტის 10%-ს საბანკო, სადაზღვევო, საბროკერო, საკონულატაციო და კომპიუტერული პროგრამირების მომსახურების სფეროში. გაერთიანებულ სამეფოშია უმნიშვნელოვანესი სასაქონლო და საფონდო ბირჟები: ლონდონის საფონდო ბირჟა, ლონდონის მეტალების ბირჟა, ნავთობის საერთაშორისო ბირჟა.

 

მომსახურების სექტორის შემდეგ წამყვანი ადგილი უკავია მრეწველობას მშპ-ს 18,6%-ით და დასაქმებული სამუშაო ძალის 16%-ით. მრეწველობას წამყვანი როლი აქვს ექსპორტში - მთლიანი ექსპორტის 85%. გაერთიანებული სამეფოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა მანქანათმშენებლობაა, ტრანსპორტი და ქიმიკატები. ექსპორტირებული საწარმოო პროდუქციის რაოდენობა 6-ჯერ აღემატება ექსპორტირებული ნედლეულის რაოდენობას.

 

მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი. ყოველწლიურად გაერთიანებულ სამეფოს 27 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ამ მაჩვენებლით ის მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში. ამ სფეროში დასაქმებულია 2,1 მილიონი კაცი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად დაახლოებით 76 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ტოლია.

 

მრეწველობის უდიდესი დარგია ავტოინდუსტრია. ბრიტანეთში წარმოდგენილები არიან BMW, ფორდი, General Motors, ჰონდა, ნისანი, ტოიოტა. ასევე მცირე სპეციალიზირებული საწარმოები მანქანათმშებნებლობაში და მსოფლიოს წამყვანი საწარმოები სამოქალაქო ავიაციის დარგში. მნიშვნელოვანი დარგებია ელექტრონიკა, აუდიო- და და გადამამუშავებელი მრეწველობა.

 

გაერთიანებული სამეფოს სოფლის მეურნეობა ხასიათდება მაღალი პროდუქტიულობით, მაღალი მექანიზაციითა და სუბსიდირების მაღალი დონით. მას მეექვსე ადგილი უჭირავს ევროპის კავშირის ქვეყნებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიხედვით. სოფლის მეურნეობაზე მოდის მშპ-ს 1% , თუმცა ის აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოთხოვნის ორ მესამედს. სასოფლო-სამურნეო მიწები (18,5 მლნ ჰექტარი) შეადგენენ სახელმწიფოს ტერიტორიის 77%-ს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა მისი მშპ-ს მთავარი სექტორი არ არის, საკვების საჭიროების 60% ქვეყანაში იწარმოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მუშახელის 2% –ზე ნაკლებია დასაქმებული აგრარულ სექტორში.

 

სოფლის მეურნეობაში წამყვანი ადგილი ისტორიულად უჭირავს მეცხოველეობას, მათ შორის: მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა. ინგლისი მსოფლიოში ცხვრის მატყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია დღესაც. ზღვისპირა ქალაქებში განვითარებულია თევზჭერა, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია მეთევზეობაში.

 

ქვეყანა ფლობს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის დიდ რესურსებს. ბუნებრივი რესურსების დამუშავებაზე მოდის მშპ-ს 10%. ნავთობის მრეწველობაში მომუშავე British Petrolium ყველაზე მწარმოებლური კომპანიაა ბრიტანეთში და სიდიდით მეორე კომპანიაა ევროპაში.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
October 29,2019
"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას"
November 14,2019
"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად"
November 19,2019
"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"
February 13,2020
პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“
February 24,2020